20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
"ის რაც ხდება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს არ არის მშვიდობა,"-თამარ ჩერგოლეიშვილი

ხურჩაში მომხდარ მკვლელობას დღეს გააპროტესტებენ მთავრობის კანცელარიასთან. აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქართველების უსაფრთხოებას მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოითხოვენ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალების მობილიზებას, ასევე საერთშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას და მათ სასწრაფო ინფორმირებას. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

“რაც ხდება დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, რომ აი ასე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმორბის ოკუპანტი და კლავს მოქალაქეს, ეს არ არის მშვიდობა. ის რაც ხდება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს არ არის მშვიდობა. იმისთვის, რომ მშვიდობას მივაღწიოთ ჩვენ უნდა გვყავდეს ხელისუფლება  რომელიც იმოქმედებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,“ - განაცხადა  ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები