ყვარლის ტყე-პარკში დაგეგმილი კომერციული პარკისა და ატრაქციონების მოწყობა გააპროტესტეს ადგილობრივებმა. ყვარლის მოსახლეობის პროტესტი პროექტში 700 ათასი ლარის დახარჯვას უკავშირდება. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ თანხა არა ატრაქციონის გაკეთებაში, არამედ რაიონში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯოს.
მათივე თქმით, დაგეგმილია ხეების მოჭრაც. მოსახლეობის მოთხოვნა აქციის მსვლელობის დროს ადგილზე მისულმა ძალოვან ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ გააპროტესტა. აქციას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაესწრნენ და მათ ხელისუფლებას თანხის რაციონალურად ხარჯვისკენ მოუწოდეს.