ენგურს გაღმა დარჩენილი სოფელი ხურჩა ზუგდიდიდან 15 კილომეტრითაა დაცილებული. შეიძლება ითქვას, რომ მასზე გადის გამყოფი ხაზი ტერიტორიასთან, რომელიც 1993 წელს რუსულმა ჯარებმა მიიტაცეს. წლების განმავლობაში ეს ხაზი ხილული იყო ქართული და აფხაზურ-რუსული ბლოკ-პოსტებით. 3 წლის წინ კი ქართული საგუშაგო მოიხსნა და მოძრავ პატრულირებაზე გადავიდა.
სწორედ ენგურს გამოღმა ცხოვრობდა გალელი დევნილი გიგა ოთხოზორია რომელიც 2 დღის რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს.
ორი შვილის მამა იმ დღეს ნათესავთან ერთად ენგურის ხიდზე სურსათის გადატანას ცდილობდა. მაგრამ აფხაზმა მებაჟემ ტვირთი არ გაატარა.
ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.