ავარია იყო ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზების მიზეზი. სოფელ ჭალადიდში ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო სამსახურს დაზარალებულების მანქანიდან გამოსაყვანად თითქმის ერთი საათი დასჭირდა. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.