20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა სკვერში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 26-ს ნომერში მცხოვრები მოსახლეობა, დღეს, მათი სახლის წინ მდებარე სკვერში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ხეების გაჩეხვისა და სკვერის განადგურების წინააღმდეგ გამოდიან. მოსახლეობა მერიას მიმართავს თხოვნით, სამშენებლო კომპანიას სხვა ალტერნატიული მიწა გადასცენ და რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნება არ დართონ. რიგით მეოთხე საპროტესტო აქციის მიუხედავად, მოსახლეობის მოთხოვნებს მერიის მხრიდან რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.

"კორუმპირებულმა არქიტექტურის სამსახურმა გასცა უკანონო, რეკრეაციულ ზონაში, სამ სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის უფლება. არ შეიძლება აქ მშენებლობა მორჩა და გათავდა, მაგრამ გაცემულია ნებართვა“ - განაცხადა საბურთალოს

დღის ამბები