ვეგანური კაფის თანამშრომელი, რომელსაც ვინაობის გამხელა საკუთარი უსაფრთხოების გამო არ სურს, ულტრანაციონალისტების თავდასხმის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით კაფეში გუშინ საღამოს 20-მა აგრესიულმა ახალგაზრდამ სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველების ინფორმაციით, ულტრა ნაციონალისტთა ჯგუფმა კაფეში შესვლიდან რამდენიმე წუთში ხმაური დაიწყო. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა როდესაც მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
დაზარალებულებისა და თვითმხილველების ინფორმაციით ინციდენტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც კაფის პერსონალმა ვერცხლის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტს სამართლებრივი შეფასება დღის ბოლოს მისცა და გამოძიება 125-ე ცემის მუხლით დაიწყო. უცნობია დაიკითხნენ თუ არა ძალადობაში მონაწილე ის პირები, რომლებიც ვერცხლის ქუჩაზე ვეგეტარიანულ კაფის სტუმრებს ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.