20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
„მოსამართლეებზე მიდის არაადამიანური ზეწოლა, სწორედ ხელისუფლების მხრიდან,“ - ნინო დანელია

სასამართლო მოქმედებს მითითებით, მოსამართლეებზე ხორციელდება არაადამიანური ზეწოლა - ასე ეხმაურებიან მედია ექსპერტები რუსთავი 2-ის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომებს.

მედია ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კოლეგია, რომელიც საქმეზე მსჯელობს, ცდილობს ჩქარა დაასრულოს საქმის განხილვა.

„მოსამართლეებზე მიდის არაადამიანური ზეწოლა, სწორედ ხელისუფლების მხრიდან,“ - აღნიშნა მედია ექსპერტმა ნინო დანელიამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ექსპერტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სურს, რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმე არჩევნებამდე მოაგვაროს.

„ბუნებრივია, ზემოდან არის მითითება მიცემული, რომ რაც შეიძლება დროზე მოგვარდეს. რადგან ეს ბრძოლა დაიწყეს, მათი გადაწყვეტილებაა, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ არჩევნებამდე“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

დღის ამბები