პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოქცევის ფაქტებზე გენინსპექციას მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. საუბარია 17 მაისს ლგბტ აქტივისტების დაკავებაზე.
EMC-ში დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტებზე აკეთებენ აქცენტს და გენერალური ინსპექციისგან საქმის შესწავლასა და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.