ახალგაზრდა იურისტები სახელმწიფო საწარმოებში არსებულ კორუფციის მაღალ რისკებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 12 თვითმმართველ ქალაქში მდებარე საწარმოების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა ფარულად ხდება.
გარდა ამისა, საია-ს ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში 94 ობიექტისთვის
600 მილიონზე მეტი გამოიყო, თუმცა როგორ იხარჯება თანხა, ინფომრაცია გამჭვირვალე არ არის.