"ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის მართული პროცესი," - რუსთავი 2-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ხატიაშვილი პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს.
“სპონტანურად რუსთავი 2-ის პროცესები ჩანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს შეცვლილი სექტემბრისთვის და არხის სათავეში უნდა იყოს სულ სხვა მენეჯმენტი. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის მართული პროცესი. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს თუ უნდათ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ობიექტურად,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
10:30 საათზე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. სასამართლოს შენობასთან შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.