რამდენიმე წუთში სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, კოლეგიამ დღესვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ტელეკომპანიის ადვოკატები მიმდინარე პროცესის ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მხარდამჭერებთან ერთად, სასამართლოსთან უკვე დაწყებულია პოლიციის მობილიზებაც.
10:30 საათზე უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი, სადაც გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თავდაპირველად, საკუთარ სააპელაციო პოზიციას თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ჩამოაყალიბებს ტვ საქართველოს იურისტი.
ამის შემდეგ კომპანიის მფლობელების - ძმები ყარამანაშვილების ადვოკატი ისაუბრებს. სასამართლოზე გამოვა ასევე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც.
კურიერი მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. სპეციალური გამოშვებით რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური ეთერში 10:30 საათზე ბრუნდება.