20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმე - ტელეკომპანიას სააპელაციო სასამართლოში ეზოში მონიტორის დამონტაჟების საშუალება არ მისცეს

სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან რუსთავი 2-ის გულშემატკივრები. იქ იმყოფებიან არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ტელეკომპანიის თანამშრომლები.

სააპელაციო სასამართლოს ეზოში, ტელეკომპანიის მონიტორის დამონტაჟება სურდა, რითაც შეკრებილ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ ედევნებინათ თვალი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისთვის, თუმცა, ამის ნებართვა სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიას არ მისცეს.

შესაბამისად, მონიტორი განთავსებულია ეზოს გარეთ, თუმცა, როგოც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, სააპელაციო სასამართლოში, მიეცემა თუ არა რუსთავი 2-ს მონიტორის დამონტაჟების საშუალება, ოდნავ მოგვიანებით გადაწყვეტენ.

დღის ამბები