ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, საუბრობს. პოლიტიკოსები სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფებიან. როგორც ცნობვილია, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ნაციონალური მოძრტაობის წევრის თქმით, სასამართლოზე და მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა.
„რუსთავი 2-ის საქმე, როგორც წესი ებმება ხოლმე სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეს და როგორც წესი სასამართლოზე ხდება ზეწოლა, მისი დაქვემდებარება. როგორც ზეწოლის პირველი ტალღის დროს იყო რაღაც გაუგონარი ზეწოლა მოსამართლეზე და მოსამართლე იყო ფაქტობრივად მძევალი, ახლაც არის ზუსტად იგივე მოვლენები. ახლა არის რუსთავი 2-ზე ზეწოლის მეორე ტალღა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, ძალადობის ფაქტები აღარ იყოს გაშუქებული, როგორც ეს იყო კორცხელის დროს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.