08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს ევროპაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს ევროპაში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მთავარ საფრთხედ სახელდება შესაძლო თავდასხმები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს, რომელიც საფრანგეთში 10 ივლისს იწყება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტადიონების გარდა, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს შენობები, სადაც მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.

პარიზის ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები ისედაც გაძლიერებულია, თუმცა, ჩემპიონატის მსვლელობის დროს, მასობრივი თავშეყრის ადგილებს არმიის დამატებითი ჯგუფები დაიცავენ.

დღის ამბები