08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების სურვილს გამოთქვამს

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების სურვილს გამოთქვამს, თუმცა მისთვის უცნობია რა სახის პირველ ნაბიჯს ელის მოსკოვი ანკარისგან.

ქალაქ იზმირში გამართულ პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა, რომ პილოტის შეცდომის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყანა გაწირა.

"თურქეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც დამნაშავის სკამზე ზის და რუსეთთან ჩხუბიც არ გვინდა," - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის გამოსვლა საბერძნეთში, სადაც მან თურქეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საამისოდ პირველ ნაბიჯს ანკარისგან ელის.

დღის ამბები