08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
წყალდიდობა საფრანგეთში - ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე ნახევარ მეტრს აღწევს

წყალდიდობაა საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონებში. გადაუღებელი წვიმის გამო ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე დასახლება დატბორა. ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე ნახევარ მეტრს აღწევს.

ყველაზე მეტად კი სტიქიამ ქალაქი მონტრაჟი დააზარალა. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. დატბორილი საავადმყოფოებიდან მაშველებმა პაციენტები თავშესაფრებში ნავებით გადაიყვანეს. დაიხურა სკოლებიც. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ანალოგიური ვითარებაა პარიზშიც. წვიმების გამო მდინარე სენა კალაპოტიდან გადმოვიდა და დედაქალაქის რამდენიმე უბანი დააზარალა.

დღის ამბები