08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა

შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა. გოტარდის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ალპების ქვეშ, მიწის ზედაპირიდან 2300 მეტრის სიღრმეზე გადის, ევროპის ჩრდილოეთსა და სამხრეთს ერთმანეთთან აკავშირებს.

გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია და მის გავლას მატარებელი მხოლოდ 17 წუთს ანდომებს. გოტარდის გვირაბის მშენებლობა 20 წლის წინ დაიწყო და 12 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

დღემდე მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბის სტატუსს იაპონიაში მდებარე სეიკანი ატარებდა, რომლის სიგრძეც 53 კილომეტრია. რაც შეეხება ლა მანშს, მან დღეს მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

დღის ამბები