08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
გერმანია სომხების მასობრივი მკვლელობის ფაქტისთვის გენოციდის სტატუსის მინიჭებას განიხილავს

გერმანიის პარლამენტი დღეს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობის ფაქტისთვის გენოციდის სტატუსის მინიჭებას განიხილავს.

ინიციატივას გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ანგელა მერკელის პარტიაც უჭერს მხარს.

თურქეთი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე იმოქმედებს.

სატელეფონო საუბარი უკვე შედგა ანგელა მერკელსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს პარლამენტის გეგმებისადმი გონიერი მიდგომა ურჩია.

დღის ამბები