08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
რუსეთში 4 ყირიმელ თათარს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ

რუსეთში 4 ყირიმელ თათარს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ. ეჭვმიტანილები რუსეთის უშიშროების სამსახურმა სიმფეროპოლში 12 მაისს დააკავა. მათ ერთ-ერთი ისლამისტური ორგანიზაციის წევრობა ბრალდებათ.

სასამართლო პროცესი დონის როსტოვში მიმდინარეობს და განსასჯელებს უკვე წარედგინათ ბრალდება. გამოძიების ცნობით, ისინი ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ადგილობრივების გადაბირებას ცდილობდნენ.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსმა სამართალდამცველებმა ეთნიკურ თათრებზე ზეწოლა გააძლიერეს, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, მოსკოვის მმართველობის მიმართ მათი უარყოფითი დამოკიდებულებითაა განპირობებული.

დღის ამბები