08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ესტონეთი და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს კონტიგენტის გაზრდას მოითხოვენ

ესტონეთი და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს კონტიგენტის გაზრდას მოითხოვენ. ეს საკითხი განიხილეს ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე.

მათი განცხადებით, კონტიგენტის რაოდენობაზე ალიანსი საბოლოო გადაწყვეტილებას მოახლოებულ სამიტზე მიიღებს. ცნობილია, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში 4 ათასამდე სამხედროს გაგზავნას აპირებს.

ესტონეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ეს იქნება ალიანსის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებსა და მოსკოვის აგრესიულ დამოკიდებულებაზე ბალტიის რეგიონების ქვეყნების მიმართ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები ევროპაში ბი-52 ტიპის სამ სტრატეგიულ ბომბდამშენს აგზავნის, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.

 

დღის ამბები