08 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
წყალდიდობას ევროპის ქვეყნებში მსხვერპლი მოჰყვა

წყალდიდობას ევროპის ქვეყნებში მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად გერმანიასა და საფრანგეთში 5 ადამიანი დაიღუპა.

3 ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა ბავარიის ქალაქ ზიმბახში, საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, კიდევ ერთი გარდაცვლილი მდინარესთან იპოვეს, საფრანგეთში კი წყალდიდობას 86 წლის ქალი ემსხვერპლა.

სტიქიამ ყველაზე მეტად საფრანგეთის ცენტრალური და გერმანიის სამხრეთ რეგიონები დააზარალა, საიდანაც მოსახლეობა ვერტმფრენების დახმარებით გაიყვანეს.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ავსტრიის საზღვართან მდებარე ისტორიულ ქალაქ პასაუშიც.

მეტეოროლოგები ევროპის ქვეყნებში მომდევნო დღეების განმავლობაშიც უამინდობას ვარაუდობენ.

დღის ამბები