08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ლიტვაში ყველაზე სწრაფი პატარა გამოავლინეს

ლიტვაში ყველაზე სწრაფი პატარა გამოავლინეს. ბავშვების ხოხვის ტრადიციულ ჩემპიონატში 10 თვის კამილის დამბრაუსკასმა გაიმარჯვა.

5 მეტრიანი დისტანციის გასავლელად მას მხოლოდ 11 წამი დასჭირდა, წარმატების მიღწევაში კი გასაღებები დაეხმარა, რომლებიც ფინიშთან ხაზთან მდგომ დედას ეჭირა.

ფინალში სულ 25 პატარა მონაწილეობდა, მანამდე კი მათ ყოველწლიური შეჯიბრების 5 ეტაპი გაიარეს. ბავშვების ხოხვის ჩემპიონატი ლიტვაში უკვე 17-ედ ჩატარდა.

დღის ამბები