08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
წყალდიდობის განგაში პარიზში - მდინარე სენაში წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე სენაში წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. პარიზში წყალდიდობის განგაშია გამოცხადებული. ქუჩების ნაწილი დატბორილია, მათ შორის ქალაქის ცენტრიც, სადაც საფრანგეთის დედაქალაქის ღირშესანიშნაობები მდებარეობს.

საფრთხე შესაძლოა ლუვრსაც დაემუქროს, რის გამოც ადმინისტრაციამ სამუზეუმო ექსპონატების საცავიდან შენობის მაღალ სართულებზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

პარიზის გარდა, გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა საფრანგეთის ცენტრალური ნაწილის სხვა ქალაქებშიც მოჰყვა. ცნობილია ორი გარდაცვლილის შესახებ. სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ფრანსუა ოლანდმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები