08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია კალიფორნიაში ისევ არეულობის მიზეზი გახდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია კალიფორნიაში ისევ არეულობის მიზეზი გახდა. მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ამჯერად სან ხოსეში დაუპირისპირდნენ.

შენობასთან, სადაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდებოდა, ასობით ადამიანი მექსიკის დროშებით ხელში შეიკრიბა. ისინი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების ინიციატივას აპროტესტებენ.

მომიტინგეებმა აქციაზე დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ქუდები და პლაკატები დაწვეს, რასაც მის მომხრეებთან შეტაკებები მოჰყვა.

დღის ამბები