08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ტეხასში წყალდიდობას 9 ჯარისკაცი ემსხვერპლა

წყალდიდობის შედეგად ტეხასში 9 ჯარისკაცი დაიღუპა. სამხედროების სატვირთო ავტომობილი, რომელიც ფორტ-ჰუდის ბაზაზე მდინარეზე გადადიოდა, წყლის ნაკადმა წაიღო და გადაბრუნდა. მანქანამ ჯარისკაცები ქვეშ მოიყოლა.

მაშველებმა მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რეგიონი, სადაც სამხედრო ბაზა მდებარეობს უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებელ წვიმასა და წყალდიდობას ებრძვის. სტიქიამ ადგილობრივი მოსახლეობაც დააზარალა.

სამაშველო ოპერაცია დატბორილ რეგიონში ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები