08 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ლიბიის სანაპიროზე ზღვამ 128 ადამიანის ცხედარი გამორიყა

ლიბიის სანაპიროზე ზღვამ 128 ადამიანის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. მათი ნავი ლიბიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში, რამდენიმე დღის წინ, ცარიელი აღმოაჩინეს.

მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და ქალები. 4 გარდაცვლილის ცხედარი გამორიყა ზღვამ საბერძნეთის სანაპიროზეც.

არალეგალების ნავი კუნძულ კრეტასთან ამობრუნდა. მაშველებმა 340 მიგრანტი გადაარჩინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბორტზე შესაძლოა 700-მდე ადამიანი ყოფილიყო. სამძებრო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები