08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
პარიზში სტიქიას ებრძვიან-5 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

პარიზში მდინარე სენა ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულად ადიდდა. მდინარეში წლის დონემ უკვე 6 მეტრს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ ნახევარი მეტრით მოიმატებს, რადგან საფრანგეთის დედაქალაქში მომდევნო დღეებშიც წვიმაა მოსალოდნელი.

სტიქიის გამო პარიზის ცენტრში ლუვრისა და ორსეის მუზეუმები დაიხურა, არ მუშაობას მეტროსადგურების ნაწილი, დაიკეტა ხიდებიც. საფრანგეთის 26 რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ევაკუირებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი. წყალდიდობის შედეგად ევროპის ქვეყნებში 15 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის გარდა, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიაში, რუმინეთსა და ბელგიაში.

დღის ამბები