08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ორეგონის შტატში ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა-ცეცხლს ამ დრომდე ვერ აქრობენ

სარკინიგზო კატასტროფა ორეგონის შტატში. ქალაქ პორტლენდის მახლობლად ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შედეგად შემადგენლობის რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა და ცეცხლი მოედო.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მიმდებარე ტერიტორია კვამლითაა დაფარული, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.

ჩაიკეტა ავტომაგისტრალებიც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 

დღის ამბები