08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
უიტნი ჰიუსტონის ნივთებს აუქციონზე გაყიდიან

უიტნი ჰიუსტონის ნივთებს აუქციონზე გაყიდიან. აუქციონი ბევერლი ჰილსში გაიმართება. ლოტებს შორის წარმოდგენილია მომღერლის ასზე მეტი პირადი ნივთი, მათ შორის ხელნაწერები, სასცენო კოსტიუმები და ჯილდოები, რომლებიც ჰიუსტონს 30 წლიანი კარიერის განმავლობაში ჰქონდა მიღებული.

ყველაზე ძვირადღირებული კი მისი საქორწინო კაბაა, რომლის საწყისი ფასიც 3500 დოლარი იქნება.

აუქციონი 24 და 25 ივნისს შედგება. უიტნი ჰიუსტონის პირადი ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დღის ამბები