08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა - არის მსხვერპლი

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ყველაზე მეტად უამინდობამ ახალი სამხრეთ უელსის და კვინსლენდის შტატები დააზარალა. არის მსხვერპლიც.

ბრისბენში გადაუღებელი წვიმა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ქალაქი დატბორილია, წაქცეულია ხეები, შენობების ნაწილს კი ქარმა სახურავები ახადა.

ზოგიერთ რაიონში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა რეგიონში უახლოეს დღეებშიც არის მოსალოდნელი.

დღის ამბები