08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
გერმანიამ რუსეთს პარტნიორის სტატუსი მოუხსნა

გერმანიამ რუსეთს პარტნიორის სტატუსი მოუხსნა და სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. გერმანული პრესის ცნობით, ამის შესახებ საუბარია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვის რედაქტირებულ დოკუმენტში.

ე.წ. "თეთრ წიგნში" წერია, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად მზად არის, ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედოს, ამიტომ რუსეთის კურსის ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ის ახლო მომავალში ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ახალი რედაქცია, რომელიც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავა, 80-ც გვერდიანია. მასში ცვლილებები 2006 წლის შემდეგ პირველად შევიდა.

დღის ამბები