08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
კალიფორნიაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიამ ლოს ანჯელესის რეგიონში 200 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ხანძარმა ყველაზე მეტად ქალაქი კალაბასასი დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა. რეგიონიდან მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაციაში, ასობით სახანძრო ბრიგადა და ავიაცია მონაწილეობს. ქალაქ კალაბასასში არაერთი ვარსკვლავის სახლი მდებარეობს, მათ შორის ჯესიკა სიმფსონის, ტონი ბრექსტონისა და კარდაშიანების ოჯახის.

დღის ამბები