08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ყაზახეთში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა - აქტობაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა

ყაზახეთის ქალაქ აქტობაში რამდენიმე ობიექტს ექსტრემისტები დაესხნენ თავს. შეიარაღებულმა პირებმა ჯერ იარაღის ორი მაღაზია გაძარცვეს, შემდეგ კი ქალაქში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის სამი თავდამსხმელი, 10 კი - დაშავდა.

ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული. მედიის ცნობით, ქალაქში 10-მდე თავდამსხმელს ეძებენ.

მომხდარი საკუთარ თავზე არცერთ დაჯგუფებას აუღია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდასხმა რელიგიური ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებულია.

 

დღის ამბები