08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბელგიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ბელგიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ერმალ-სი-უიში მოხდა.

ცნობილია, რომ ორივე მატარებელი ერთი მიმართულებით, ერთსა და იმავე რელსებზე მიდიოდა.

სატვირთოს სამგზავრო შემადგენლობა შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადატრიალდა. შეჯახების მიზეზი უცნობია.

დღის ამბები