08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
სირიის ოპოზიციურმა ძალებმა, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ალეპოსთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. დაუდასტურებელი ცნობით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნის, მომხდარის დეტალები უცნობია.

დაპირისპირება გრძელდება ალეპოს გარეუბნებში. ქალაქის სამხრეთით მდებარე დასახლებები დაჯგუფება ჯებჰატ ან-ნუსრამ დაბომბა.

დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, დანგრეულია სავაჭრო ცენტრი და ადმინისტრაციული შენობები.

დღის ამბები