08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თურქეთში არხში ავტობუსი გადავარდა - დაღუპულია 14 ადამიანი, 6 ბავშვია

თურქეთში ქალაქ ოსმანიასთან ახლოს არხში ავტობუსი გადავარდა, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

მომხდარის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია. 20 მოსწავლე დაშავებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

მომხდარის მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არაა. წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.

დღის ამბები