08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თალიბანის მებრძოლების თავდასხმა ავღანეთში - დაღუპულია 5 ადამიანი

ავღანეთში თალიბანის მებრძოლების თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ლოგარის პროვინციაში სააპელაციო სასამართლოს შენობასთან ცეცხლი გახსნა.

დაღუპულებს შორისაა სააპელაციო სასამართლოს ახლად დანიშნული მთავარი მოსამართლე. სროლის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ორივე თავდამსხმელი დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს.

თალიბების კიდევ ერთ თავდასხმას ქვეყნის სამხრეთით ამერიკელი ჟურნალისტი ემსხვერპლა. მანქანა, სადაც დეივიდ გილკი იმყოფებოდა, მებრძოლებმა ჭურვით ააფეთქეს. ჟურნალისტიც და მისი თარჯიმანიც ადგილზე დაიღუპნენ.

დღის ამბები