08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
11 გარდაცვლილი და 36 დაშავებული - მორიგი ტერაქტი სტამბოლში

ძლიერი აფეთქება მოხდა სტამბოლში. ქალაქის ისტორიულ უბანში ავტობუსების გაჩერებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 36 აღწევს.

ორგანიზატორებმა ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები დისტანციური მართვის მექანიზმით იმ დროს აამოქმედეს, როდესაც გაჩერებას პოლიციელების ავტობუსი უახლოვდებოდა.

დაღუპულებს შორის 4 გამვლელია, 7 კი - პოლიციის ოფიცერი.

აფეთქება ქალაქის ტურისტულ ცენტრში, ბეიაზიტის მოედანთან ახლოს მოხდა. აქვე მდებარეობს სტამბოლის უნივერსიტეტიც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ხელისუფლება ეჭვობს, რომ თავდასხმა შესაძლოა, ქურთთა მუშათა პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული.

დღის ამბები