08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ტერაქტი თელავივში - პალესტინელებს რამადანის პერიოდში ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

თელავივში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინელებს რამადანის პერიოდში ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ნებართვა 83 ათას ადამიანს გაუუქმეს.

ტერაქტი თელავივში გუშინ საღამოს მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი თავდაცვის სამინისტროსა და არმიის შტაბბინის მახლობლად მდებარე სავაჭრო კომპლექსში გახსნა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 15-მდე კი დაშავდა.

მომხდარის გამო კმაყოფილება გამოთქვა დაჯგუფება ჰამასმა, თუმცა პასუხისმგებლობა არ აუღია. გამოძიების ცნობით, თავდასხმა ქალაქ ჰებრონის მახლობლად მდებარე პალესტინურ სოფელში მცხოვრებმა ძმებმა მოაწყვეს. ორივე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

დღის ამბები