08 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
ალეპოში ავია იერიშებს 15 ადამიანი ესმხვერპლა

სირიის ქალაქ ალეპოში ავია იერიშების სამიზნე კვლავ საავადმყოფოები გახდა. დაიბომბა სამი კლინიკა. ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო იყო. ბოლო მონაცემით, დაიღუპა 15 ადამიანი, დაჭრილთა რიცხვი კი უცნობია.

თვითმხილველთა განცხადებით, იერიშების დროს საავადმყოფოში მყოფი ახალშობილები ექიმებს სარდაფში ხელით ჩაჰყავდათ. სამივე კლინიკა ერთ საათიანი შუალედით დაბომბეს.

ჯერჯერობით უცნობია რომელ მხარეს ეკუთვნოდა მოიერიშეები. თუმცა ცნობილია, რომ სირიის სამთავრობო ძალები ორი კვირაა ალეპოს ასაღებად შეტევას ახორციელებენ.

დღის ამბები