08 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
საფრანგეთის სენატი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების მომხრეა

საფრანგეთის სენატი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების მომხრეა. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ რეზოლუციაც მიიღო. დოკუმენტს, რომელიც რეკომენდაციული ხასიათისაა, 302-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა მხოლოდ 16.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ მინსკის შეთანხმების შესრულების პარალელურად, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების საკითხი განიხილოს.

ანალოგიური რეზოლუცია აპრილის ბოლოს პარლამენტის ქვედა პალატამაც მიიღო.

დღის ამბები