08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ. საუბარი ასევე შეეხება დანარჩენ სამ ქვეყანას - უკრაინას, თურქეთსა და კოსოვოს.

4-ივე სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის თემა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე პირველად განიხილება. გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს არ იქნება. 

“დღეს განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის საკითხს. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუმცა, ასევე უნდა გადავხედოთ საგანგებო მექანიზმს, რომ სწორი ზომები მივიღოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში“ - განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ემილი ჰაბერიმ.

ჰოლანდიის უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრის არდ ვან დერ სტერის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა საკითხი მოაგვარონ.

“არ მგონია, რომ დღეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს ცხადი გახდა კვირის დასაწყისშივე. რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება და ამ შეხვედრაზე მათ საშუალება ექნებათ გაგვაცნონ მიზეზი და შემდეგ ვისაუბრეთ მათი მოგვარების გზებზე. ვერ გეტყვით რას ფიქრობენ სხვები. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვაგვაროთ ყველა საკითხი. წინ გადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების ახალ მექანიზმზე შევთანხმდით, მას პარლამენტი განიხილავს და მხარდაჭერის შემთხვევაში რეგულაციებში შევიტანთ“ - აღნიშნა არდ ვან დერ სტერიმ.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები