08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოში 28 ჭურვი ჩამოაგდეს

სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოს ალყაში მოქცეული რაიონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთის მიღებიდან რამდენიმე საათში დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, ავიაციამ დარაიაში 28 ჭურვი ჩამოაგდო, რამაც დახმარების მოსახლეობისთვის დარიგებას ხელი შეუშალა.

მედიკამენტები და საკვები დარაიაში 2012 წლის შემდეგ პირველად ჩაიტანეს.

პარალელურად, სირიის ოპოზიციური ძალები ავრცელებენ ცნობას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით ალყაში მოაქციეს ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქალაქი. მათ ისლამისტებს მანბიჯისკენ მიმავალი უკანასკნელი გზა ჩაუკეტეს.

დღის ამბები