08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ლიბიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ სირტეს პორტზე აღადგინეს კონტროლი

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს ლიბიელმა სამხედროებმა. სამთავრობო ძალებმა ქალაქ სირტეს პორტზე აღადგინეს კონტროლი.

მათი ცნობით, ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჯგუფების ლიდერებმა უკან დაიხიეს და სირტე დატოვეს, თუმცა მებრძოლების ნაწილი ამ დრომდე რჩება ქალაქის ცენტრში ბლოკირებული.

ისლამური სახელმწიფო ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის, მშობლიურ ქალაქს ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. მის ასაღებად შეტევა კი სამთავრობო ძალებმა გასულ თვეს დაიწყეს. 

დღის ამბები