08 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
მუჰამედ ალის ათასობით თაყვანისმცემელი და ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ

ათასობით თაყვანისმცემელი და ოჯახის წევრები მუჰამედ ალის გამოემშვიდობნენ. ლეგენდარული მოკრივე კენკუტის შტატში, მშობლიურ ქალაქ ლუისვილში დაკრძალეს, სადაც სამგლოვიარო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ამიტომ მუჰამედ ალის ხსოვნას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, მათ შორის პოლიტიკოსებმა, შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა.

ლეგენდარული მოკრივე 74 წლის ასაკში 3 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალვამდე სამგლოვიარო კორტეჟმა ქალაქის მთავარ ქუჩებში, მათ შორის მისი სახელობის ხეივანშიც ჩაიარა.

დღის ამბები