08 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ფლორიდაში ამერიკელი მომღერალი, ქრისტინა გრიმმი, მოკლეს

ფლორიდაში ამერიკელი მომღერალი, შოუ "ვოისის" მონაწილე, კრისტინა გრიმმი, მოკლეს. თავდასხმა ქალაქ ორლანდოში გამართული კონცერტის შემდეგ მოხდა.

22 წლის მომღერალი თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს ურიგებდა, როდესაც მას მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ესროლა.

თავდამსხმელის შეჩერება მომღერლის ძმამ სცადა, თუმცა დამნაშავემ თავი მოიკლა. კრისტინა გრიმმი კი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

დღის ამბები