08 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ბრიტანეთში დედოფლის იუბილეს აღნიშნავენ

ბრიტანეთში დედოფლის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. დილიდან სამეფო ოჯახის წევრები, საპატიო სტუმრებთან ერთად, ლონდონში, წმინდა პოლის კათედრალში, შეიკრიბნენ.

მიწვეულ სტუმრებს შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეც იყვნენ, სამეფო ოჯახი კი ღონისძიებას თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო.

ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტი უკვე 64 წელია, უკავია და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მონარქია. ის 90 წლის აპრილში გახდა, თუმცა დედოფლის იუბილეს ბრიტანელები ტრადიციულად ივნისში აღნიშნავენ.

დღის ამბები