08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
"არა დრონების ომს"-აქცია პენტაგონს უპილოტო აპარატების გამოყენების წინააღმდეგ

გერმანელი აქტივისტები პენტაგონს უპილოტო აპარატების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნით პაციფისტებმა აქცია რამშტაინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზასთან გამართეს.

აქციის მონაწილეებმა სამხედრო ობიექტის პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და პლაკატები გაშალეს წარწერით "არა დრონების ომს." ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ერაყში, ავღანეთში, პაკისტანში იემენსა და სირიაში დრონების იერიშების შედეგად უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სწორედ ამიტომ აქტივისტები გერმანიის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ბაზებზე დრონების მართვის ცენტრის გაუქმებას მოითხოვენ. აქციაში 7 ათასამდე ადამიანი მონაწილებდა.

დღის ამბები