08 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
კომპანია ეარფრანსის პილოტები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

კომპანია ეარფრანსის პილოტები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. საფრანგეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდავის მფრინავებმა შრომით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროტესტის ნიშნად 4 დღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. მათ მეტი ყურადღების მისაქცევად საპროტესტი აქცია განზრახ დაამთხვიეს ფეხბურთის ჩემპიონატის მსვლელობას. პილოტების გაფიცვის გამო ავიაკომპანიამ ათობით რეისი გადადო, რამაც მატჩებზე დასწრების მსრუველების გეგმები ჩაშალა. ეარფრანსის ხელმძღვანელობის განცხადებით, 4 დღიანი გაფიცვის შედეგად კომპანიის ზარალის ოდენობა 20-ც მილიონ ევროს გადააჭარბებს.

დღის ამბები