08 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარ შეტაკებებს 30-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა

ინგლისი-რუსეთის მატჩის დასრულების შემდეგ საფრანგეთი არეულობამ მოიცვა. თამაშის შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივრები ერთმანეთს მარსელის ქუჩებში დაუპირისპირდნენ. მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე ფრანგი და რუსი გულშემატკივრების ჯგუფები ინგლისის ნაკრების მომხრეებს დაესხნენ თავს, საბოლოო ჯამში კი არეულობამ ქუჩებში გადაინაცვლა. შეტაკებების შემდეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაპირისპირებული ფანების გასაშველებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დღის ამბები